среда, 25 декабря 2013 г.

კატარაქტა

კატარაქტა გახლავთ ოფთალმოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც 60 წელს მიღწეული მოსახლეობის უმეტესობას აქვს გამოხატული გარკვეული ინტენსივობით.

თუ გაქვთ შეკითხვები აღნიშნული დაავადების არსის, მართვის და მკურნალობის შესახებ, შეგიძლიათ , მოგვწეროთ. >>> http://www.medgeo.net/2013/12/07/consultaciebi-16/

მანამდე , გაეცანით სტატიას " კატარაქტა" ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიაში http://www.medgeo.net/2009/06/29/cataract/ 

1 комментарий:

  1. 1. დაახლოებით ორი წლის წინ მამაჩემმა გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია, რის შემდეგადაც კარგად ხედავდა. ბოლო პერიოდში ისევ დააკლდა მხედველობა ნაოპერაციებ თვალში. მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ კატარაქტა მეორედ გაჩნდეს?

    მოგესალმებით, ნაოპერაციებ თვალში კატარაქტის ხელახლა განვითარება შეუძლებელია, რადგანაც ოპერაციის დროს მთლინად ხდება შემღვრეული ბროლის მოცილება და მისი ჩანაცვლება ხელოვნური ბროლით, რომელიც სამუდამოა. მიზეზი, რის გამოც მამათქვენს დაუქვეითდა მხედველობა, შესაძლოა იყოს ე.წ. „მეორადი კატარაქტა“, რომელიც გულისხმობს ოპერაციის მსვლელობის დროს დატოვებული ბუნებრივი ბროლის კაფსულას, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს გამჭვირვალობას. ეს პრობლემა საკმაოდ ადვილად გადაწყვეტადია. მისი მკურნალობა ხდება ლაზერის საშუალებით სპეციალიზირებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკებში. ერთ-ორ წუთში იცხრილება ლაზერით აღნიშნული ბროლის ჩანთა. პროცესი სრულებით უმტკივნეულოა, პაციენტი მაშინვე ტოვებს კლინიკას და მხედველობაც უმჯობესდება. აღნიშნულ მანიპულაციას სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა აფინანსებს.

    ОтветитьУдалить