четверг, 27 июня 2019 г.

კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი  გარსის ანთება.
კონიუნქტივიტი ადენოვირუსული
ვირუსები გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადება წარმოიქმნება სპორადულად და ეპიდემიური აფეთქებების სახით, უპირატესად ბავშვთა კოლექტივებში. სიმპტომები. დასაწყისი მწვავეა. თვალის დაზიანებას წინ უძღვის და პროცესს ახლავს ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყურის წინა ლიმფური კვანძების გადიდება (ხშირად ბავშვებში). აღინიშნება ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების კანის შეშუპება და შეწითლება, ზომიერი ფლეფაროსპაზმი, კონიუნქტივის ჰიპერემია, მცირე არაჩირქოვანი გამონადენი (კატარალური ფორმა). არაიშვიათად დაავადებას ახლავს ფოლიკულების (ფოლიკულური ფორმა) ან აპკების გაჩენა. აპკოვანი ფორმა აღინიშნება ძირითადად ბავშვებში. რქოვანა იშვიათად ზიანდება ეპითელური წერტილოვანი კერატიტის სახით, რომელიც სწრაფად და უკვალოდ გაიწოვება. დიაგნოზი დადგენა ხდება შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: კონიუნქტივიტის შერწყმა ზედა სასუნთქი გზების კატართან და რეგიონალურ ადენოპათიასთან, ასევე ციტოლოგიური, სეროლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლვების საფუძველზე.

იხილე სრულად: http://www.medgeo.net/2009/06/29/conjunctivitis/