воскресенье, 26 февраля 2017 г.

ასტიგმატიზმი ბავშვებში

ასტიგმატიზმის დროს არსებობს ორი არასწორი ოპტიკური ფოკუსი, რის გამოც აღინიშნება საგნების დამახინჯებული ხედვა, რაც აფერხებს ბავშვებში მხედველობის სისტემის განვითარებას. ასტიგმატიზმი თანდაყოლილი პათოლოგიაა და ვითარდება რქოვანას, იშვიათად კი ბროლის არასწორი (არასფეროსებრი) ფორმის გამო.
მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება 1.0D, ეს გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას. ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.



Комментариев нет:

Отправить комментарий