воскресенье, 26 января 2014 г.

დისტანციური კონსულტაციები ოფთალმოლოგიაში

ინფორმაცია მოსახლეობისათვის: 
შეიქმნა სპეციალური სისტემა ოფთალმოლოგიაში დისტანციური კონსულტაციების ჩასატარებლად. ქართულენოვან მოსახლეობას მათ შორის დიასპორას, უკვე შეუძლია მიიღოს კვალიფიციური კონსულტაციები მისთვის სასურველი ოფთალმოლოგისაგან.

http://www.medgeo.net/2013/12/07/consultaciebi-16/

1 комментарий:

  1. 1. დაახლოებით ორი წლის წინ მამაჩემმა გაიკეთა კატარაქტის ოპერაცია, რის შემდეგადაც კარგად ხედავდა. ბოლო პერიოდში ისევ დააკლდა მხედველობა ნაოპერაციებ თვალში. მაინტერესებს შეიძლება თუ არა რომ კატარაქტა მეორედ გაჩნდეს?

    მოგესალმებით, ნაოპერაციებ თვალში კატარაქტის ხელახლა განვითარება შეუძლებელია, რადგანაც ოპერაციის დროს მთლინად ხდება შემღვრეული ბროლის მოცილება და მისი ჩანაცვლება ხელოვნური ბროლით, რომელიც სამუდამოა. მიზეზი, რის გამოც მამათქვენს დაუქვეითდა მხედველობა, შესაძლოა იყოს ე.წ. „მეორადი კატარაქტა“, რომელიც გულისხმობს ოპერაციის მსვლელობის დროს დატოვებული ბუნებრივი ბროლის კაფსულას, რომელიც დროთა განმავლობაში კარგავს გამჭვირვალობას. ეს პრობლემა საკმაოდ ადვილად გადაწყვეტადია. მისი მკურნალობა ხდება ლაზერის საშუალებით სპეციალიზირებულ ოფთალმოლოგიურ კლინიკებში. ერთ-ორ წუთში იცხრილება ლაზერით აღნიშნული ბროლის ჩანთა. პროცესი სრულებით უმტკივნეულოა, პაციენტი მაშინვე ტოვებს კლინიკას და მხედველობაც უმჯობესდება. აღნიშნულ მანიპულაციას სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა აფინანსებს.

    ОтветитьУдалить