пятница, 10 марта 2017 г.

მხედველობის განვითარება ბავშვებში

ბავშვის მხედველობის სისტემა უკვე დაბადებისას ფლობს ზოგიერთ უპირობო რეფლექსს - ეს არის გუგის რეაქცია სინათლეზე, სინათლისაკენ თვალებისა და თავის მიტრიალების რეფლექსი, მოძრავ ობიექტზე თვალის მიდევნების მცდელობა. ზრდასთან ერთად ვითარდება და ხდება სხვა მხედველობითი ფუნქციების სრულყოფა.

სინათლეზე მგრძნობელობა

პირველივე დღეებიდანვე სინათლე ახდენს მასტიმულირებელ გავლენას მხედველობის სისტემის განვითარებაზე, მისი ძირითადი ფუნქციების ჩამოყალიბებაზე, თუმცა სინათლის ზემოქმედებით ახალშობილებში არ აღიქმება მხედველობითი ხატი, არამედ ძირითადად ხდება არაადექვატური დაცვითი რეაქციების გამოწვევა. სინათლის მგრძნობელობა ერთი წლის ასაკისათვის მოზრდილის სინათლის მგრძნობელობის დონის 2/3 -ს შეადგენს და 12-14 წლისათვის აღწევს ნორმალურ დონეს

ცენტრალური მხედველობა

ცენტრალური მხედველობა ყალიბდება მხოლოდ 2-3 თვეზე, მარტივი საგნების გარჩევის უნარი უზრუნველყოფილია მხედველობის სისტემის განვითარების დონის მიხედვით. რთული ობიექტების აღქმა კი უკვე დაკავშირებულია ინტელექტის განვითარებასთან.

4-6 თვის ბავშვი ცნობს დედას, რეაგირებას ახდენს ახლო მყოფ სახეებზე, უფრო ადრე კი 2-3 თვეზე კი ამჩნევს დედის ძუძუს. 7-10 თვეზე აღიქვამს გეომეტრიული ფიგურებს (კუბი, პირამიდა, კონუსი, ბურთი), 2-3 წლის ასაკში კი დახატულ საგნებს არჩევს. საგნის ფორმის სრული აღქმა და მხედველობის ნორმალური სიმახვილის ჩამოყალიბება სრულად ხდება მხოლოდ სკოლის ასაკში სწავლების პერიოდში.



Комментариев нет:

Отправить комментарий