воскресенье, 26 февраля 2017 г.

თვალის ვარჯიშები




დააკარით ფანჯარაზე 5 მმ დიამეტრის წითელი ან შავი წერტილი. უყურეთ რამდენიმე წუთის განმსავლობაში, შემდეგ კი მზერა გადაიტანეთ ფანჯრის მიღმა შორს მდებარე საგანზე. აღნიშნული ვარჯიში გააკეთეთ 5 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ
ხელები გაასწორეთ მხრების სიმაღლეზე წინ და მზერა დააფიქსირეთ საჩვენებელ თითზე, თითი მიიტანეთ ცხვირთან, მზერა მიაყოლეთ, შემდეგ კი გადაიტანეთ შორს მდებარე საგანზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე. ეს ვარჯიში ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას როგორც ახლო, ისე შორს მანძილზე.
დაჯექით სკამზე მოხერხებულ მდგომარეობაში. დახუჭეთ თვალები და დაფარეთ თვალები ხელისგულებით, თუმცა ზეწოლის გარეშე. წარმოიდგინეთ თავი კომფორტულ გარემოში. ეს ვარჯიში უზრუნველყოფს თვალის სწრაფ დასვენებას, თუ დღეში ორ-სამჯერ გაიმეორებთ 10-15 წუთის განმავლობაში, მხედველობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

..

Комментариев нет:

Отправить комментарий