воскресенье, 26 февраля 2017 г.

ამბლიოპია, ზარმაცი თვალი

ამბლიოპია (ზარმაცი თვალი) მხედველობის დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც აღინიშნება მხედველობის პროცესიდან ცალი თვალის სრული ან ნაწილობრივი გამოთიშვა. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში პროცესი შექცევადია. ამბლიოპია ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია ბავშვებში.

ნორმაში ტვინის მიერ ხდება ორივე თვალის მიერ აღქმული გამოსახულების გაერთიანება. აღნიშნულ პროცესს ბინოკულარული მხედველობა ეწოდება. ამბლიოპიის დროს სწორედ ეს პროცესია დარღვეული, შედეგად კი ცალი თვალის ფუნქცია ითრგუნება. ბინოკულარული მხედველობა საჭიროა მხედველობის ველში საგნების განლაგების, სურათის მოცულობის, მთლიანობის, საგნის სიღრმის შესაფასებლად; ამბლიოპიის დროს ეს შეუძლებელია.


Комментариев нет:

Отправить комментарий